ი. ვ. გოეთეს შემოქმედება
პროექტის მთავარი იდეა (თემა): პარალელის გავლება და ანალოგიების პოვნა გერმანულსა და ქართულ ლიტერატურას შორის.
პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებს; ურთიერთ თანამშრლობის, ურთიერთპატივისცემის, სხვისი აზრის მოსმენის და ალტერნატიული აზრის გამოთქმის უნარს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს ეცოდინებათ ისტ–ის გამოყენებით მასალის მოძიება მისი დახარისხება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
მოსწავლეთა ასაკი: 14 – 15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნის დონეს, ისწავლიან ისტ –ის დახმარებით როგორ მოიპოვონ მასალები ინტერნეტში და გააკეთონ ელექტრონული პრეზენტაცია.
დაახარისხონ მასალა. პარალელი გაავლონ უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, იპოვონ მათ შორის მსგავსება და განსხვავება აღნიშნავენ ანალოგიებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, წიგნი , ფურცლები, დაფა, ცარცი, კალამი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
აქტივობა 1. დაფაზე ვწერ ორ თემას და მოსწავლეებს ვთხოვ აირჩიონ ერთ–ერთი და ვყოფ კლას ორ ჯგუფად.
აქტივობა 2. თითეულ ჯგუფს ცალ – ცალკე ვაძლევ დავალებას და უთითებ ვებ გვერდების მისამართს;
I ჯგუფს ვთხოვ მოიძიონ ცნობები ი. ვ . გოეთეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და მოამზადონ მინი ლექცია ელექტრონულ პრეზენტაციასთან ერთად.
II ჯგუფს ვთხოვ გადახედონ ი.ვ.გოეთეს შემოქმედებას და მოიძიონ მისი ქართული თარგმანები.
აქტივობა 3. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავისი კვლევის პროდუქტს.
საგანთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ–ი.
ისტ.ტექ.VI. 4. მოსწავლეებს შეუძლიათ ისტ. საშუალებების ეფექტიანად გამოყენება. ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზაციის დროს.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანული ხურციძე
ხელმძრვანელის ელ.ფოსტა: nanulikhurtsidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий