The garden
პროექტის მტავარი იდეა (თემა) შეიგრძნოს ბუნების მშვენიერება ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისებით ინგლისურ ენაზე. გაიგოს და გაიაზროს სხვისი მეტყველება.
პროექტის აქტუალობა; პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებას; სხვისი აზრის მოსმენის და ალტერნატიული აზრის გამოთქმის, ურტიერთპატივისცემისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარს.
პროექტის მიზნები; მოსწავლეებს ეცოდინებათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. საგანმანათლებლო პროცესში ისრ–ის გამოყენების მეთოდები.
მოსწავლეთა ასაკი: 10–11 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას მოსწავლეები მოიპოვებენ და მოამზადებენ მასალას, რომელსაც წარმოადგენენ ელექტრონული პრეზენტაციის საშუალებით ინგლისურ ენაზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, წიგნი, ფურცლები, კალამი, დაფა ცარცი.
პროექტის მსვლეობა (ძირითადი აქტივობები)
აქტივობა 1. დაფაზე ვწერ 2 თემას
კლას ვყოფ ორ ჯგუფად
აქტივობა 2. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ არჩეული თემის შესაბამის დავალებას და უთითებ ვებ –გვერდის მისამართს.
I ჯგუფს ვთხოვ მოიძიონ სურატები ბაღის ამსახველი ღირშესანიშნაობების შესახებ და მოამზადონ ელექტრონული პრეზენტაცია.
II ჯგუფს ვთხოვ გააკეთონ თარგმანი ელექტრონული ლექსიკონის დახმარებით მათ მიერ შექმნილი სიტუაციისა,რომელშიც გამოყენებული იქნება ახალი ლექსიკური ერთეულები
აქტიობა 3 პრეზენტაციის განხილვა და შეფასება.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირი ისტ–ი
ისტ. ტექ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
- ამხნევებს მოსწავლეს, თანაგუნდელებს,
- ითხოვს/ სთავაზობს დახმარებას,
- მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად,ფუნქციების გასანაწილებლად)
- ისმენს სხვების მოსაზრებას, გამოთქვამს საკუთარს.
- უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევაშ,
- ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში.
- კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე
- აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას.
- საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/ გუნდის წევრების თანაშეფასებაში
პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი / – ნანული ხურციძე
ხემძღვანელის ელ.ფოსტა: nanulikhurtsidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий